1. გაკვეთილის თემა
|
ანა კალანდაძის
"მოდიოდა ნინო მთებით"
|
2. სწავლების საფეხური და კლასი
|
მე-2
საფეხური, მე-9 კლასი.
|
3. ინტეგრირებული საგნები, მასწავლებლების
სახელი, გვარი
|
ქართული ენა და ლიტერატურა, თინა ივანიაშვილი
|
4. მოსწავლეთა რაოდენობა
|
23;
|
5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების
მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
|
|
6. გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
ქართველთათვის
ქრისტიანობა ყოველთვის იყო ეროვნული მთლიანობის ქვაკუთხედი, მოსწავლეები კიდევ
ერთხელ გაიაზრებენ წმინდა ნინოს მისიის მნიშვნელობასა და სირთულეს, კითხვა-
პასუხითა და დამატებითი ინფორმაციით(პრეზენტაცია)გაიღრმავებენ წინარე ცოდნას,
რომელიც თავის მხრივ დაეხმარება მათ ახალი მასალის საფუძვლიანად ათვისებაში. მოახდენენ მიღებული ცოდნის ტრანსფერს (ლიტერატურიდან,
ისტორიიდან, რელიგიიდან, გეოგრაფიიდან)
|
7. გაკვეთილის სასწავლო მიზნები (საგნების
მიხედვით)
|
მოსწავლეები
შეძლებენ მოსმენილი და წაკითხული ტექსტის აღქმას, გაგებას, ახსნიან
განსხვავებული მხატვრული ნაწარმოების თემას, მოიძიებენ და გაარკვევენ მხატვრულ
ხერხებს, შეძლებენ ტექსტის კითხვასა და ინტერპრეტაციას. განიმტკიცებენ
ზემოთჩამოთვლილ ყველა უნარ-ჩვევას.
|
8. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
|
IX. მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტის მოსმენა და აღქმა;
IX.3
მოსწავლე მსჯელობს განსხვავებული ტექსტის ენობრივ თავისებურებებზე;
IX.6
კითხულობს ტექსტს და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებებს მოცემულ საკითხზე
IX.7
იყენებს ენობრივი მახასიათებლის სტრატეგიებს.
IX.8
მოსწავლე იყენებს კითხვის მიზნის შესაბამის სტრატეგიებსა და სტილს მიზნისა და
აუდიტორიის გათვალისწინებით.
|
9. წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა
იციან, რომ მე-4 საუკუნის პირველ ნახევარში კაბადოკიელმა ქალმა ნინომ მოაქცია
ქართველები ქრისტეს რჯულზე. მათ ასევე იციან ამ დიადი ღვაწლის სირთულისა და მნიშვნელობის შესახებ, რომელსაც ერი
დღემდე დიდი სიყვარულითა და მოწიწებით გამოხატავს.
|
10. თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
|
|
11. შეფასება
|
სასწავლო
შედეგს განვსაზღვრავ შეფასების რუბრიკით, რომელიც გეგმას თან ახლავს,
ვიყენებ
შეფასების შემდეგ ფორმებს: მიმდინარეს, განმავითარებელს და განმსაზღვრელს, ვაფასებ ინდივიდუალურად და
წყვილებს.
|
12. საკლასო მენეჯმენტი _
საგანმანათლებლო
რესურსები
|
ამ გაკვეთილის გეგმის მიხედვით ჩასატარებლად საჭიროა
მოსწავლეთა დაჯგუფება წყვილებად,ასევე შემდეგი ტექნიკა და ინსტრუმენტები: კომპიუტერი(საკმარისია 1 კომპიუტერი)პროექტორი,
პროექტორის ეკრანი, მე-9 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო,
კალამი, ფურცელი;
პრეზენტაციაში გამოყენებული ფოტო და აუდიო მასალა
მოძიებულია ინტერნეტ წყაროებიდან;
პრეზენტაციის მოსამზადებლად გამოყენებულია
პროგრამული უზრუნველყოფა Power Point;
|
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
ქულები
|
|||
1-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
|
წინარე ცოდნა
|
მოსწავლემ
არ იცის საკითხი, ვერ პასუხობს კითხვებს, ან იცის და არ შეუძლია პასუხის გაცემა
|
მოსწავლე
ამჟღავნებს მასალის ცოდნას, თუმცა უშვებს შეცდომებს
|
მოსწავლემ
კარგად იცის საკითხი, თუმცა ზოგჯერ უშვებს
შეცდომებს, აქვს ტრანსფერის უნარი, მეტყველებს კარგად
|
ყურადღებით
ისმენს და გამართულად აყალიბებს პასუხს ყველა კითხვაზე. აქვს მყარი ცოდნა. ამჟღავნებს
ნაკითხობას, მეტყველებს გამართულად, ამომწურავად, იცავს გრამატიკულ ნორმებს.
|
ჩართულობა
|
მოსწავლე
არის უყურადღებოდ ან
პერიოდულად
ერთვება მუშაობის პროცესში.
|
მოსწავლე
ერთვება პროცესში, თუმცა თანამშრომლობა ზოგჯერ არ გამოსდის.
|
ყურადღებით
ეცნობა დავალებას, აყალიბებს საკუთარ მოსაზრებას, თანამშრომელობს სხვებთან, არჩევს
სწორ პასუხს, თუმცა ზოგიერთ საკითზე ვერ ყალიბდება.
|
ყურადღებით
ეცნობა დავალებას, აყალიბებს საკუთარ მოსაზრებას, უსმენს ჯგუფის წევრებს, მსჯელობს
და არჩევს სწორ ვერსიას. ინიშნავს საშინაო დავალებას.
|
პრეზენტაცია
|
უჭირს ან
ვერ აკეთებს პრეზენტაციას.
|
შეძლებისდაგვარად
აკეთებს პრეზენტაციას.
|
აკეთებს პრეზენტაციას
კარგად. მეტყველება გამართულია, დამაჯერებელი. თუმცა ზოგიერთი საკითხი და მოსაზრება
ბუნდოვანია
|
პრეზენტაციისას
იყენებს ვერბალურ და არავერბარულ საშუალებებს, კითხვისა და ზეპირმეტყველების სტრატეგიებს.
აზრს გამოხატავს ნათლად და დამაჯერებლად, საკითხს იხილავს ლოგიკურად და თანმიმდევრულად.
მოძიებული აქვს შესაბამისი, სწორი და მრავალფეროვანი მასალა.
|
პრეზენტაცია
No comments:
Post a Comment