Monday, July 4, 2016

ასე იხსენებენ გიორგი ლეონიძეს(გამოუქვეყნებელი მასალები)

1. პროექტის სახელწოდება: ასე იხსენებენ გიორგი ლეონიძეს (გამოუქვეყნებელი მასალები)
2.
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოიძებნოს პოეტის შემოქმედების სათავეები   
3.
პროექტის აქტუალობა: თანდათან მცირდება რიცხვი იმ ადამიანებისა, რომლებიც იცნობდნენ გიორგი ლეონიძეს, მათ შეუძლიათ მოგვაწოდონ საინტერესო მოგონებები პოეტის პიროვნული შტრიხების შესავსებად. ამიტომ საშურო საქმეა ამ სახის მასალების შეგროვება და შემდგომში მათი ფართო საზოგადოებისათვის მისაწვდომობა.
4. პროექტის მიზნები: მეტი შეიტყოს დაინტერესებულმა მკითხველმა პოეტის პირადი ცხოვრების, პიროვნული თვისებების შესახებ. ეს დაეხმარება მათ ქართველი ბერმუხის შემოქმედების სიღრმისეულ წვდომაში.
5. მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: ორი თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ვიდეო-ფილმი         
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტო/ვიდეო კამერა, ოპერატორი, რესპოდენტები, საოჯახო ფოტო მასალა.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): თემის შერჩევა, დავალებების განაწილება  ჯგუფებზე(მაძიებელთა გუნდი, გადამღები გუნდი, ტექნიკური გუნდი, კომისია) მოძიებული მასალების შერჩევა, შეფასება, დამუშავება და განთავსება ინტერნეტ და მედია სივრცეში.
10.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნათა შესაბამისად მოსწავლეები გამოიმუშავებენ კომუნიკაციის, მოსმენის, ურთიერთთანამშრომლობის, მასალების მოძიების, კრიტიკული შეფასების, ანალიზის, ესთეტიკური ღირებულებების წვდომის, საკითხისადმი შემოქმედებითი მიდგომის უნარ-ჩვევებს. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დამუშავებული მასალის/პროდუქტის წარდგენას აუდიტორიისათვის.
1
1. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თინა ივანიაშვლი
1
2. პროექტის  ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: ivaniashvilitina@gmail.com

13. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი:
გაკვეთილის გეგმა
1. გაკვეთილის თემა
 ანა კალანდაძის "მოდიოდა ნინო მთებით"
2. სწავლების საფეხური და კლასი
მე-2 საფეხური, მე-9 კლასი.
3. ინტეგრირებული საგნები, მასწავლებლების სახელი, გვარი
ქართული ენა და ლიტერატურა, თინა ივანიაშვილი
4. მოსწავლეთა რაოდენობა
23;
5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
 6. გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
ქართველთათვის ქრისტიანობა ყოველთვის იყო ეროვნული მთლიანობის ქვაკუთხედი, მოსწავლეები კიდევ ერთხელ გაიაზრებენ წმინდა ნინოს მისიის მნიშვნელობასა და სირთულეს,   კითხვა- პასუხითა და დამატებითი ინფორმაციით(პრეზენტაცია)გაიღრმავებენ წინარე ცოდნას, რომელიც თავის მხრივ დაეხმარება მათ ახალი მასალის საფუძვლიანად ათვისებაში. მოახდენენ  მიღებული ცოდნის ტრანსფერს (ლიტერატურიდან, ისტორიიდან, რელიგიიდან, გეოგრაფიიდან)
7. გაკვეთილის სასწავლო მიზნები (საგნების მიხედვით)
მოსწავლეები შეძლებენ მოსმენილი და წაკითხული ტექსტის აღქმას, გაგებას, ახსნიან განსხვავებული მხატვრული ნაწარმოების თემას, მოიძიებენ და გაარკვევენ მხატვრულ ხერხებს, შეძლებენ ტექსტის კითხვასა და ინტერპრეტაციას. განიმტკიცებენ ზემოთჩამოთვლილ ყველა უნარ-ჩვევას.
8. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
IX. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტის მოსმენა და აღქმა;
IX.3 მოსწავლე მსჯელობს განსხვავებული ტექსტის ენობრივ თავისებურებებზე;
IX.6 კითხულობს ტექსტს და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებებს მოცემულ საკითხზე
IX.7 იყენებს ენობრივი მახასიათებლის სტრატეგიებს.
IX.8 მოსწავლე იყენებს კითხვის მიზნის შესაბამის სტრატეგიებსა და სტილს მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
9. წინასწარი ცოდნა

მოსწავლეებმა იციან, რომ მე-4 საუკუნის პირველ ნახევარში კაბადოკიელმა ქალმა ნინომ მოაქცია ქართველები ქრისტეს რჯულზე. მათ ასევე იციან ამ დიადი ღვაწლის სირთულისა  და მნიშვნელობის შესახებ, რომელსაც ერი დღემდე დიდი სიყვარულითა და მოწიწებით გამოხატავს.
10. თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
  1. საორგანიზაციო მხარე(2 წუთი)
  2. წინარე ცოდნის განმტკიცება კითხვა-პასუხის რეჟიმში(10 წუთი)
  3. პრეზენტაცია,სლაიდის ჩვენება (5 წუთი)
  4. ანა კალანდაძის "მოდიოდა ნინო მთებით"- ლექსის მოსმენა, ტექსტს მხატვრულად კითხულობს მსახიობი ზურაბ ყიფშიძე(3 წუთი)
  5. წყვილებში მუშაობა- პერიფრაზირება და მხატვრულ ხერხებზე დაკვირვება(10 წუთი)
  6. პრეზენტაცია (10 წუთი)
  7. შეფასება (3 წუთი)
  8. საშინაო დავალების მიცემა (2 წუთი).
11. შეფასება
სასწავლო შედეგს განვსაზღვრავ შეფასების რუბრიკით, რომელიც გეგმას თან ახლავს,
ვიყენებ შეფასების შემდეგ ფორმებს: მიმდინარეს, განმავითარებელს და  განმსაზღვრელს, ვაფასებ ინდივიდუალურად და წყვილებს.
12. საკლასო მენეჯმენტი _
საგანმანათლებლო რესურსები

ამ გაკვეთილის გეგმის მიხედვით ჩასატარებლად საჭიროა მოსწავლეთა დაჯგუფება წყვილებად,ასევე შემდეგი ტექნიკა და ინსტრუმენტები: კომპიუტერი(საკმარისია 1 კომპიუტერი)პროექტორი, პროექტორის ეკრანი, მე-9 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო, კალამი, ფურცელი;

პრეზენტაციაში გამოყენებული ფოტო და აუდიო მასალა მოძიებულია ინტერნეტ წყაროებიდან;

პრეზენტაციის მოსამზადებლად გამოყენებულია პროგრამული უზრუნველყოფა Power Point;


შეფასების რუბრიკა


კრიტერიუმები

ქულები
1-4
5-6
7-8
9-10
წინარე ცოდნა
მოსწავლემ არ იცის საკითხი, ვერ პასუხობს კითხვებს, ან იცის და არ შეუძლია პასუხის გაცემა
მოსწავლე ამჟღავნებს მასალის ცოდნას, თუმცა უშვებს შეცდომებს
მოსწავლემ კარგად  იცის საკითხი, თუმცა ზოგჯერ უშვებს შეცდომებს, აქვს ტრანსფერის უნარი, მეტყველებს კარგად
ყურადღებით ისმენს და გამართულად აყალიბებს პასუხს ყველა კითხვაზე. აქვს მყარი ცოდნა. ამჟღავნებს ნაკითხობას, მეტყველებს გამართულად, ამომწურავად, იცავს გრამატიკულ ნორმებს.
ჩართულობა


მოსწავლე არის უყურადღებოდ ან
პერიოდულად ერთვება მუშაობის პროცესში.
მოსწავლე ერთვება პროცესში, თუმცა თანამშრომლობა ზოგჯერ არ გამოსდის.
ყურადღებით ეცნობა დავალებას, აყალიბებს საკუთარ მოსაზრებას, თანამშრომელობს სხვებთან, არჩევს სწორ პასუხს, თუმცა ზოგიერთ საკითზე ვერ ყალიბდება.
ყურადღებით ეცნობა დავალებას, აყალიბებს საკუთარ მოსაზრებას, უსმენს ჯგუფის წევრებს, მსჯელობს და არჩევს სწორ ვერსიას. ინიშნავს საშინაო დავალებას.
პრეზენტაცია

უჭირს ან ვერ აკეთებს პრეზენტაციას.
შეძლებისდაგვარად აკეთებს პრეზენტაციას.
აკეთებს პრეზენტაციას კარგად. მეტყველება გამართულია, დამაჯერებელი. თუმცა ზოგიერთი საკითხი და მოსაზრება ბუნდოვანია
პრეზენტაციისას იყენებს ვერბალურ და არავერბარულ საშუალებებს, კითხვისა და ზეპირმეტყველების სტრატეგიებს. აზრს გამოხატავს ნათლად და დამაჯერებლად, საკითხს იხილავს ლოგიკურად და თანმიმდევრულად. მოძიებული აქვს შესაბამისი, სწორი და მრავალფეროვანი მასალა.



პრეზენტაცია